saqarTvelos mwvervalebi - TaTelismaRali
თათელისმაღალი - მწვერვალი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდინარეების არმხისა და ასის წყალგამყოფ კიდეგანის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3755 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. კალთები დაღარულია ღრმა ხევებით. მთის ძირში მყინვარებიდან გამოდის მდინარეები არმხი და არხოტისწყალი. მთის კალთები შემოსილია სუსტად განვითარებული ნიადაგ-მცენარეული საფრით.